LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორზე თავდასხმა, რუსეთის დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული

108
დიმიტრი მურატოვი

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის, ნობელის პრემიის ლაურეატის, დიმიტრი მურატოვის წინააღმდეგ მატარებელში თავდასხმა რუსეთის დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ The Washington Post და New York Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან.

შეგახსენებთ, რომ მურატოვზე თავდასხმა მოსკოვის ცენტრში 7 აპრილს მოხდა. თავდასხმა საჯარო იყო– ყაზანის სადგურზე, ათობით კამერის ქვეშ.

უცნობი ადამიანების თავდასხმის შემდეგ, მურატოვი სამარაში ექიმებმა გასინჯეს. მას თვალის დამწვრობა და კონიუნქტივის დიაგნოზი დაუსვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g