LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისთვის საქართველოში 2023 – გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მედია კონკურსს აცხადებს

156
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს მედია კონკურსს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაცია, თემის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მედია საშუალებების დაინტერესება ამ მიმართულებით.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ ტელე/რადიო ან ციფრულ/ბეჭდურ მედია საშუალებებში.

კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

საუკეთესო სატელევიზიო/რადიო სიუჟეტი;

საუკეთესო საგაზეთო/ინტერნეტ სტატია.

კონკურსის პირობები:

ტელე/რადიო რეპორტაჟი, ბეჭდური/ონლაინ სტატია უნდა იყოს ანალიტიკური და ეხებოდეს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე აქტუალურ საკითხებს;

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა, ეთერში გავიდა 2022 წლის 1 სექტემბრიდან – 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;

ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე ტელე/რადიო რეპორტაჟის, ბეჭდური/ონლაინ სტატიის  გამოგზავნა;

აპლიკანტმა ბეჭდური/ონლაინ სტატიის ტექსტი უნდა წარადგინოს PDF ფორმატში (ტექნიკური მახასიათებლები: ტექსტი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ფონტი – sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება 1.5, ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000  სიტყვას);

Fortuna.ge გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მედიაკონკურსის გამარჯვებული გახდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2021-ის „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ცერემონია გაიმართა.

კონკურსში წარდგენილ მასალას თან უნდა ერთვოდეს მედია ორგანიზაციის დასახელება და გამოქვეყნებული მასალის ბმული; ელ. ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა);

პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება შესარჩევი ტურიდან;

საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 9 სექტემბერი;

ტექსტის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე:  [email protected]

გამოგზავნისას ელექტრონული წერილის სათაურში („subject“ველი) მიუთითეთ: მედია პასუხისმგებლიანი ბიზნესისათვის.

აპლიკანტების მიერ, კონკურსის ფარგლებში, გამოქვეყნებული მასალები დაიდება ორგანიზაციის სოციალურ გვერდებზე, ჰეშთეგით #მედიაპასუხისმგებლიანიბიზნესისთვის.

შეფასების კრიტერიუმები:

თემასთან შესაბამისობა, საკითხის სწორად გააზრება და გადმოცემა

  • შერჩეული თემა კონკურსის პირობების რელევანტურია
  • კონკურსანტს სრულად აქვს გააზრებული და გადმოცემული საკითხი

საკითხის რელევანტურობა

  • ნამუშევარში გათვალისწინებულია მიმდინარე აქტუალური საკითხები საქართველოში
  • საკონკურსო მასალა ეხმაურება მსოფლიოს აქტუალურ თემებს

მასალების შეგროვება, ანალიზი და რესპონდენტები

  • შეგროვებული მასალა კარგად არის გაანალიზებული, დამუშავებული და არგუმენტირებული
  • რესპონდენტების მრავალფეროვნება და თემასთან შესაბამისობა

ავტორის მხრიდან თემის დაბალანსებული და ობიექტური ასახვა

  • ობიექტურადაა თემა/პრობლემატიკა წარმოჩენილი
  • თემის ირგვლივ შერჩეული რესპონდენტები დაბალანსებულადაა წარმოდგენილი

ტერმინოლოგია

  • კორპორაციული მდგრადობის თემასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია სწორადაა გამოყენებული
  • ჟურნალისტის მხრიდან რესპონდენტები/ობიექტები ეთიკურ ჭრილშია განხილული და წარმოჩენილია

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია დაგეგმილია 2023 წლის ოქტომბერში.

პოპულალურები