LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: რუსმა სამხედროებმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელეს, არის მსხვერპლი

118
ing (2)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევსა და ხარკოვზე მასობრივი შეტევა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, საცხოვრებელ უბნებში განხორციელებული შეტევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კი 10 ადამიანი დაშავდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები