LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: „სახეში წიხლები და მუშტები ურტყეს“ – ცემის და ძარცვის ბრალდებით პოლონეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

164
ing (1)

პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში ცემის და ძარცვის ბრალდებით სამართალდამცველებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები პოლიციაზე დაყრდნობით წერენ, ბრალდებულები უკრაინის მოქალაქეს თავს დაესხნენ და 2 მობილური ტელეფონი წაართვეს:

„30 წლის მამაკაცმა სამართალდამცველებს შეატყობინა, რომ ჰოსტელში, მის სასტუმრო ოთახში ორი პირი შეიჭრა და ფული მოსთხოვა. უარის თქმის შემდეგ მას სახეში წიხლები და მუშტები ურტყეს, შემდეგ კი ორი მობილური ტელეფონი წაართვეს“, – წერს მედია.

მედიასაშუალებების ცნობითვე, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები