LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: სავარაუდოდ, რუსეთი წყალქვეშა აპარატ „პოსეიდონის“ გამოსაცდელად ემზადება, მას შეუძლია ბირთვული ცუნამი გამოიწვიოს

220
Untitled design (2)

უკრაინაში მიმდინარე ომში, რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე, უსაფრთხოების ექსპერტები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ.

ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნატო შიშობს, რომ, შესაძლოა, რუსეთმა უპილოტო წყალქვეშა აპარატი, ე.წ. „პოსეიდონი“ გამოცადოს.

ამის შესახებ იტალიური გამოცემა „ლა  რეპუბლიკა“ წერს და აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ნატოს დაზვერვა მოკავშირეებს აფრთხილებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, 2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით, ასეთი ინფორმაცია ნატოს ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა.

იტალიური გამოცემის ცნობით კი, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ უკვე გავიდა თეთრ ზღვაში მდებარე ბაზიდან. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ ნავიდან იგეგმება „პოსეიდონის“ საცდელი გაშვება.

„ქობინი რამდენიმე მეგატონის ტევადობის არის. მას „განკითხვის დღის“ ქობინებს უწოდებენ, ერთ აპარატს შეუძლია გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორებიცაა ნიუ-იორკი ან ლოს-ანჯელესი.

განგაში გამომდინარეობს ნატოს დაზვერვის იმ მოხსენებიდან, რომელიც ბოლო დღეებში მოკავშირეებს დაეგზავნათ, მასში წყალქვეშა ნავის გადაადგილებაზეა საუბარი.

შიშობენ, რომ მისი მისიაა პირველად გამოცადოს „პოსეიდონის“ სუპერ ტორპედო, რომელსაც ხშირად უწოდებენ“ აპოკალიფსის იარაღს“, – წერს მედიასაშუალება და აღნიშნავს, რომ გასაიდუმლოებულ იარაღს შეუძლია, დიდი მანძილი გაიაროს წყალქვეშ და აფეთქების შემდეგ ბირთვული ცუნამი გამოიწვიოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები