LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: სერგეი შოიგუს გულის შეტევა აქვს

123
BeFunky-collage (22)

„შოიგუს ინფარქტი აქვს, 20 გენერალი დააკავეს, სურკოვი შინაპატიმრობაშია“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთიდან დევნილ, ისრაელში მცხოვრებ ბიზნესმენმენ – ლეონიდ ნევზლინზე დაყრდნობით წერს.

„იუკოსის“ (რუსული ნავთობკომპანია) ყოფილი თანამფლობელი, რომელსაც რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს, რუსულ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ შოიგუს ინფარქტი რუსეთის შეიარეღებულ ძალებში, გენერლების დაკავებას უკავშირდება.

„არ ვამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამბავი შოიგუს შესახებ ძალიან სახალისოა. ვნახოთ, გამოჩნდება თუ არა შოიგუ 9 მაისს აღლუმზე და საერთოდ, იქნება ეს აღლუმი? ტუვანური ირმის მომშენებელს ინფარქტი დაემართა. ალბათ, არა ბუნებრივი მიზეზების გამო. შოიგუმ თამაში დატოვა.

პუტინი განრისხებულია: მან 20 გენერალი დააკავა და რისხვას აშორებს თავის ჯაშუშებზე ავლენს. სურკოვი შინაპატიმრობაშია, დვორკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მზადდება.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ლეონიდ ნევზლინი რუსეთიდან დევნილია, იგი  ამავდროულად ინარჩუნებს კავშირებს მოსკოვის ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g