„უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები სპეცოპერაციას ატარებენ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სახალხო დეპუტატებისა და პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნების მონაწილეობით მოქმედებდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სპეცოპერაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ.
„სპეცოპერაცია ტარდება დანაშაულებრივი ორგანიზაციის გამოსავლენად, რომელიც უკრაინის მოქმედი და ყოფილი სახალხო დეპუტატების ხელმძღვანელობით, ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსნებისა და სხვა პირების მონაწილეობით მოქმედებდა“, – აღნიშნულია უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებაში.
