„მედიაჩეკერის“ ცნობით, ტელეკომპანია „იმედი“ ჟურნალისტმა, თიკო ფეიქრიშვილმა დატოვა – გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია „მედიაჩეკერს“ თავად წამყვანმა დაუდასტურა.
გამოცემის ცნობით, ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს.
ფეიქრიშვილი „იმედის დღის“ წამყვანი იყო.
ცნობისთვის, მაისში ტელეკომპანია რამდენიმე წამყვანმა დატოვა, საუბარია გადაცემა „იმედის დილის“ წამყვანებზე – ეკატერინე ამირეჯიბზე, ზურაბ ბალანჩივაძესა და ნათია ორველაშვილზე.
,,TV იმედი ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს” – ,,მედიაჩეკერი”