LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიამ ბრიტანეთის მესამე პრინცის სახელი გაარკვია

65

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს დღეები უილიამი ირწმუნება, რომ უმცროსი პრინცისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ, დასავლურმა მედიამ გაარკვია, რომ პატარას სახელი უკვე დიდი ხნის არჩეულია.

დაკვირვებულმა ჟურნალისტებმა სამეფო ოჯახის ოფიციალურ საიტზე Royal.uk URL-ბმულს prince-albert მიამატეს და გაჩნდა წარწერა: „შესვლა აკრძალულია. თქვენ არ ხართ ავტორიზებული“. იგივე წარწერა ჩნდება პრინც ჯორჯისა და შარლოტას სახელის შეყვანის შემთხვევაში, ხოლო თუ ბუკმეკერების მიერ მიჩნეულ სხვა პოპულარულ სახელებს შეიყვანთ – არტურს, ალექსანდრეს, ჯეიმსს – ეწერება „გვერდი არ მოიძებნა“.

არგუმენტი არც ისე უსაფუძვლოა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები