LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიას სიცრუეში ადანაშაულებენ: ბაღებში დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის

134

ბაგა ბაღების მართვის სააგენტო მედიაში არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ წერს.

როგორც სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

სააგენტოს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის.

“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმში“ გასულ სიუჟეტს, სადაც ნაჩვენები იყო დაფასოებული ყველი და ეტიკეტი, რომელიც რეპორტაჟის ავტორის განმარტებით, ბაღსა და მიმწოდებელს შორის არსებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს.

საბავშვო ბაღებში შეტანილი პროდუქტის ვარგისიანობას, სტანდარტული მონიტორინგის პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე პირადად ამოწმებს.

სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს, თბილისის N83, N85 და N24 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა და აღნიშნული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობა ადგილზე გადაამოწმა.

კახაბერ გვანცელაძემ სამზარეულო და სასაწყობე განყოფილებები სამივე ბაღში დაათვალიერა. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ტელევიზიით ნაჩვენები და რეალური ეტიკეტები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისი პროდუქტი შედის. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება საზოგადოებისთვის საკმაოდ სენსიტიურ საკითხს, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ მოსახლეობას შეცდომაში და მსგავსი ინფორმაცია გავრცელებამდე, შესაბამის უწყებებთან გადაამოწმოთ.

ამასთანავე, მოვუწოდებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს არასწორი და რეალობასთან შეუთავსებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g