LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში ვრცელდება იმ არტისტთა ვინაობა, რომლებმაც შესაძლოა, ჯეფ ფეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილი მუსიკალურად გააფორმონ

219
page

როგორც ცნობილია, ივლისში ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ქორწინდებიან. გრანდიოზული ცერემონია იტალიაში, კონკრეტულად კი ვენეციაში გაიმართება. ის მათ კუთვნილ, 500 მილიონიან იახტაზე შედგება.

ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ქორწილის მუსიკალურად გასაფორმებლად ისეთი ვარსკვლავები დაიქირავა, როგორიც ლედი გაგა და ელტონ ჯონი არიან. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

ცნობისთვის, მედიაში უკვე გავრცელდა იმ ვარსკვლავთა სია, რომლებსაც წილად ხვდათ პატივი, ბეზოსისა და სანჩესის გრანდიოზულ ქორწილს დაესწრონ.

პირველადი სია ასეთია: ოპრა უინფრიგეილ კინგიევა ლონგორიაკეტი პერი და ორლანდო ბლუმიკიმ კარდაშიანი და მისი დედა, კრის ჯენერი, აშშ-ს პრეზიდენტის, უფროსი ქალიშვილი, ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე, ჯარედ კუშნერი, აგრეთვე მისი ძმა, ჯოშუია კუშნერი და მისი მეუღლე, მოდელი, კარლი კლოსი.

ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გრანდიოზულ ქორწილზე მიწვეული სტუმრების სია ცნობილია – ვის გაუმართლა

ქორწილი მილიარდ დოლარად – ჯეფ ბეზოსმა და ლორენ სანჩესმა „დოლჩე და გაბანას“ მაღაზია „გამოზიდეს“ – სამზადისი დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები