LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ცნობით, ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ – დასახელდა სავარაუდო მიზეზები

23983
page

მედიის ცნობით, ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ.

განქორწინებაზე რამდენიმე ფაქტი მიუთითებს: ჯასტინმა „მამის დღეს“ სოციალურ ქსელში გაურკვეველი პოსტები გამოაქვეყნა და მალევე წაშალა. ჰეილიმ კი დაწერა, „მამის დღე – უბედურებაა“ და წაშალა მეუღლესთან გადაღებული საერთო ფოტოები.

„დავიღალე ურთიერთობებით, რომლებიც მხოლოდ გარიგებაზეა დაფუძნებული“ – წერს ჯასტინ ბიბერი და აღიარებს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს

დაშორების ერთ-ერთი მოტივი შესაძლოა ფინანსური პრობლემებიც იყოს. ჰეილიმ ცოტა ხნის წინ თავისი კოსმეტიკური ბრენდი, Rhode ერთ მილიარდ დოლარად გაყიდა და სავარაუდოდ, სწორედ გაყიდვამდე განქორწინდა, რათა ჯასტინთან შემოსავალი არ გაეზიარებინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში წყვილის ურთიერთობა აშკარად დაიძაბა. ჯასტინი სოციალურ ქსელში ჰეილის ბლოკავდა და უცნაურ პოსტებს ავრცელებდა.

„დავიღალე ურთიერთობებით, რომლებიც მხოლოდ გარიგებაზეა დაფუძნებული. თუ იმისთვის მიყვარხარ, რომ რაღაც გაგიკეთო, ეს არ არის სიყვარული. ხალხი მეუბნება, რომ მკურნალობა მჭირდება, მაგრამ არ გიფიქრიათ, რომ შემეძლოს, საკუთარ თავს არ ვუშველიდი? ვიცი, რომ გატეხილი ვარ. ვიცი, რომ ჩემში არის სიბრაზის დიდი დოზა. რაც უფრო ვცდილობ შეცვლას, მით უფრო ვიკეტები საკუთარ თავში, – დაწერა მომღერალმა სულ ცოტა ხნის წინ და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

განშორებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გაუკეთებია.

,,ფული, ფული, ფული – თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ” – ჯასტინ ბიბერი პაპარაცებს დაუპირისპირდა

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საღამოს წირვას დაესწრნენ – არტისტი პაპარაცებისგან დამალვას ცდილობდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები