სომხური მედიის ცნობით, 16:00 საათის მონაცემებით, ყარაბაღიდან სომხეთში 93 ათასი ადამიანი ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა გაავრცელა.
„12:00 საათის მდგომარეობით, ჰაკარის ხიდზე 19 103 მანქანამ გადაკვეთა. რეგისტრირებული პირების რაოდენობა 69 ათას 916 ადამიანია” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.
ნაზელი ბაღდასარიანის თქმით, 12:00 საათისთვის სახელმწიფოს მიერ მოწოდებული საცხოვრებლით ისარგებლა 20 ათას 306 ადამიანმა, ხოლო 16:00 საათისთვის – 23 ათას 433 ადამიანმა.