LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას: კახა კალაძე

60
კახა-კალაძე

წალკაში, სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც, ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ცნობით, ჟურნალისტებს გამგებელი და მისი ბიძა ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“.

მისივე თქმით, მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.

„სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო ისეთ მძიმე ფაქტს, როგორიც არის მედიაზე თავდასხმა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. ძალადობა, დაპირისპირება, კრიტიკული აზრის მიუღებლობა ხელს უშლის ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მედიის თავისუფლება არის ის ღირებულება, რითაც სამართლიანად ამაყობს საქართველო და არავის მივცემთ უფლებას, ამ ღირებულებას საფრთხე შეუქმნას.

წალკის მუნიციპალიტეტში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და დარწმუნებული ვარ, დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება“, – წერს კახა კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g