პარლამენტში მედიის წარმომადგენლები “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. ამ ფორმით ისინი გამოხატავენ პროტესტს ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ასევე 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ მომხდარ ძალადობაზე.
ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ ტერიტორიაზე კორდონი აქვთ გაკეთებული.
მედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა ამის უფლებას მათ პოლიცია არ აძლევს. როგორც სამართალდამცველებმა განმარტეს, საკანონმდებლო ორგანოში მედიის წარმომადგენლების შესვლა უსაფრთხოების რეჟიმიდან გამომდინარე არ არის შესაძლებელი.
საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.