„ხალხი გაქრა მაუწყებლის ინტერესის სფეროდან. ეს სარედაქციო პოლიტიკის შედეგია. ეს არის სრული ჯაჭვი, რომელიც მე ღიად ვთქვი, რომ ეს ჯაჭვი მიდის და ეს ჯაჭვი იწყება ვასილ მაღლაფერიძით საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტმა ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, ხალხო გაქრა მაუწყებლის ობიექტივიდან. აი, ის ცენტრალური ამოცანა, რაც თითოეულ ჟურნალისტს გვაქვს, როცა რაღაც ამბავზე ვმუშაობთ, ამომავალი არის ადამიანი. როგორ იმოქმედებს ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება, მე უპირველეს ყოვლისა, არა პოლიტიკოსების ინტერესი უნდა მქონდეს (შეიძლება მათი აზრი მოვისმინო), მაგრამ ჩემი ამოცანა უნდა იყოს, რომ მე უნდა გავერკვე, როგორ იმოქმედებს ეს კონკრეტულ სუბიექტზე, ადამიანზე..
მედიის წარმომადგენლებისთვის ახლა არის ზუსტად ის დრო, რომ ყველაფერი ვთქვათ და ვილაპარაკოთ… სად ვართ? რატომ ვართ იქ, სადაც ვართ და რა ვქნათ იმისთვის, რომ შევცვალოთ ძალიან ცუდი ვითარება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“ – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.