LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიკამენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ესაჭიროებათ, არ არის ხელმისაწვდომი და დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში: კალოიანი

56
1

“კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ძალიან ხშირად ესაჭიროებათ მედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც რეალურად არ არის ხელმისაწვდომი, ის დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ვახტანგ კალოიანმა და ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა.

კალოიანის თქმით, ხელისუფლებამ კვლავ ვერ შეძლო ვაქცინასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება და დიდ ქალაქებში, პრაქტიკულად, აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები აიცრან.

ვახტანგ კალოიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაიზარდოს ამცრელი პუნქტების რაოდენობა, რათა გაადვილდეს მოქალაქეებისათვის ვაქცინის ხელმისაწვდომობა და ვაქცინაცია ტექნიკურად უფრო მარტივი გახდეს.

კალოიანმა ისაუბრა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის კონკრეტული მედიკამენტის არახელმისაწვდომობაზე და მთავარ პრობლემად ბიუროკრატიული ბარიერი დაასახელა.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მოხდეს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, რათა მედიკამენტი გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი:

“ბოლო დროის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოქალაქეების მზადყოფნა ვაქცინაციისათვის. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ისევ ვერ შეძლო ბოლომდე უზრუნველყო ლოჯისტიკა, დღესდღეობით არცერთ დიდ ქალაქში აღარ არის ადგილები, რათა მოქალაქეები დარეგისტრირდნენ, მივიდნენ და აიცრან. სამწუხაროდ, ეს არის ცუდი დაგეგმვის და რაოდენობის არასწორი გათვლის შედეგი, შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გაზარდოს ამცრელი პუნქტები და გააადვილოს ხელმისაწვდომობა მოქალაქეებისათვის, გახადოს ვაქცინაცია ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად შესასრულებლად.

მეორე, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ძალიან ხშირად ესაჭიროებათ მედიკამენტი ტოცინიზუმაბი, რომელიც რეალურად არ არის ხელმისაწვდომი, ის დაკარგულია ბიუროკრატიულ ბარიერებში და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რადგან ის საჭირო არის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისათვის, ძალიან სწრაფად. ბიუროკრატიულ ბარიერებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს აქვს შექმნილი კომისია და ნაცვლად იმისა, რომ კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია გააკეთოს, დაახლოებით 5 რგოლი უნდა გაიაროს კლინიკამ, რათა ეს მედიკამენტი მიიღოს, რაც შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას.

ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებთ გააკეთოს კლინიკური პროცესის სტანდარტიზაცია, იზრუნოს მასზე, აქტიურად იმუშაოს, რადგან პაციენტების მზარდ რაოდენობას, რომელთა დიდი ნაწილიც იქნება კრიტიკული, აუცილებლად ესაჭიროება ეს მედიკამენტი და ამის დაგვიანების ფასი არის ადამიანების სიცოცხლე.” – თქვა კალოიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g