LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედიკო, მადლობა ყველა სიცილისთვის და სიყვარულისთვის…ჩვენო ტკბილო მეგობარო. მის გარეშე სერიალი ვერ იქნებოდა ესეთი საყვარელი“ – ანა ტყებუჩავას ემოციური დამშვიდობება

1079
2024-08-10_00-01-27_213597

გამორჩეული, სახასიათო და ყველასათვის საყვარელი მსახიობი, მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა.

მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალებამ საზოგადოების უდიდეს ნაწილს განსაკუთრებულად დასწყვიტა გული.

სოციალურ ქსელში „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მსახიობი, ანა ტყებუჩავა ემოციურ პოსტს გვიზიარებს.

„მედიკო.
მადლობა ყველა სიცილისთვის და სიყვარულისთვის.
ჩვენო ტკბილო მეგობარო.
მის გარეშე სერიალი ვერ იქნებოდა ესეთი საყვარელი.
ვისაც გიყვარდათ და გაინტერესებთ.
პანაშვიდი – 11 და 12 აგვიატოს 17 საათიდან, დაკრძალვა 13 აგვისტოს, სამშაბათს 14 საათზე. მისამართი: სარიტუალო დარბაზი “ჰერმესი”, ატოცის ქ. 2ა (კუკია)“, – წერს ანა ტყებუჩავა.

ვიდეო: „ბოლო სცენა… ვემშვიდობებით მანანა ბებოს“ – „ჩცდ“ მედეა ლორთქიფანიძეს ემშვიდობება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g