LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედვედევი ევროკომისიის პრეზიდენტს პასუხობს: რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს

64
ურსულა და მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი მილსადენით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარს დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მედვედევის თქმით, თუ ევროპა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რუსეთი, მარტივად უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს.

განცხადება გაკეთდა კრემლშიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.

„ჩვენ მათთან არასაბაზრო პრინციპებით არ ვითანამშრომლებთ. ერთი რამის დარწმუნებით თქმა შეიძლება – ასეთი ნაბიჯი ენერგობაზრების მნიშვნელოვან დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროპამ მილსადენებით მიღებული რუსული გაზის ფასზე ზედა ზღვარი უნდა დააწესოს.

ევროკავშირში ამ თემაზე, სავარაუდოდ, 9 სექტემბერს დაგეგმილ ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაზის მარაგის 80 პროცენტით შევსება უკვე მოახერხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები