რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ეკონომიკურ კოლაფსს არ გამოიწვევს, – ამტკიცებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.
მისი სიტყვებით, “ყველა შესაძლებლობა აქვთ განვითარებისთვის”
“მანამდე დაწესებულმა სანქციებმა ჩვენთვის მხოლოდ სარგებელი მოიტანა – გვაიძულა აქტიურად ჩაგვენაცვლებინა იმპორტი ყველა ინდუსტრიაში, მათ შორის, მეცნიერების, ახალი ტექნოლოგიების, პროდუქტებისა და მედიკამენტებისთვის.
მთავრობამ უკვე მიიღო მყისიერი გადაწყვეტილებები ხალხისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად. მათ შორისაა სოციალური გადასახადები, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების დამატებითი დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, საბანკო ინდუსტრია. ეკონომიკაში კოლაფსი არ იქნება”. – აცხადებს მედვედევი.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში