LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Meet the Change – THE Crossroads შეხვედრების სერია გრძელდება

101
279134692_360768639428657_8057395833105303392_n

THE Crossroads-ის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშემწყობი პლატფორმის შემქმნელები აგრძელებენ საინტერესო შეხვედრებს სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, 2022 წლის მარტში, გუდაურში გამართული Summit Talks-ის შემდგომ, ახალი ღონისძიებით ბრუნდებიან.

Meet the Change – ეს არის ღონისძიება სტარტაპებისა და ინვესტორებისათვის, რომელიც გაიმართება 2022 წლის 3 მაისს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“.

Meet the Change თავს მოუყრის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც გადამწყვეტ როლს თამაშობს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაში.

პანელური დისკუსიები ადგილობრივი და საერთაშორისო მოწვეული სტუმრების მონაწილეობით დაეთმობა შემდეგ თემებს:

  1. ინოვაციური ეკოსისტემების ზრდა და შემდგომი განვითარება;
  2. ეკოსისტემის მდგრადობა არასტაბილურ დროსა და გარემოში;
  3. ბიზნეს ტურიზმი – როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი ბიზნესკლიმატის გამოკვლევისა და შემდგომში ქვეყნის მსოფლიო მაშტაბით პოპულარიზაციის მიზნით, პირველად სტუმრობენ იზაბელ ნევესი, ინვესტორი და Shark Tank სატელევიზიო პროექტის პირველი ქალი მონაწილე და ასევე მიგელ ჰერნიკესი, ინვესტორი და ამავე დროს პორტუგალიის „Business Angels Federation“-ის პრეზიდენტი.

სტარტაპ ეკოსისტემით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ღონისძიებაზე რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://shorturl.ae/MYsk5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g