LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეფე არტურის ხმლის“ დახურული ჩვენება გაიმართა

418

ლეგენდა მეფე არტურისა და „ექსკალიბურის“ ხმალზე, ინგლისელმა კინორეჟისორმა Warner Brothers-თან ერთად კიდევ ერთხელ გააცოცხლა დიდ ეკრანებზე.

არტური იძულებულია იბრძოლოს ძალაუფლებითსვის. ის იდუმალ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ცდილობს დაეუფლოს ხმალს, დაამარცხოს საკუთარი დემონები და ვორგერნი, რომელმაც მას მშობლები და გვირგვინი წაართვა.

ფილმში მთავარ როლებს ჩარლი ჰანამი, ჯუდ ლოუ, ანაბელ უოლისი და ჰერმიონა კორფილდი მოირგებენ. რეჟისორის თქმით, მსახიობების შერჩევას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს, თავად გადაღებები კი ერთ წელს გაგრძელდა.

2016 წლის შემდეგ პრემიერის თარიღი სამჯერ შეიცვალა და საბოლოოდ ფართო აუდიტორია „მეფე არტურის ხმალს“ კინოეკრანებზე 11 მაისს იხილავს. ფილმს, რომლის ბიუჯეტმა 102 მილიონი დოლარი შეადგინა, კრიტიკოსები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ, რადგან მათ მთელი მსოფლიოსა და მათ შორის, საქართველოს მასშტაბით, ფილმის შეფასების შესაძლებლობა 29 აპრილს გამართულ დახურულ ჩვენებაზე მიეცათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g