რამდენიმე დღის წინ მეფე ჩარლზმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მისი მეუღლე, ბრიჯიტ მაკრონი, უინძორის სასახლეში მიიღო. ოფიციალური ვიზიტის დროს გადაღებულ ფოტოებზე მეფე ჩარლზის მარჯვენა თვალი აშკარად წითლად იყო შესამჩნევი, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
მაკრონებთან ერთად სეირნობისას, მონარქის თვალის ფერი კვლავ იგივე დარჩა, რამაც მხოლოდ გაამძაფრა საზოგადოების ეჭვები და კითხვები.
ბუკინგემის სასახლემ გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოება დაამშვიდა. სასახლის წარმომადგენლის თქმით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. სიწითლე მარჯვენა თვალში სისხლძარღვების გასკდომამ გამოიწვია, რაც ღამით მოხდა და არ უკავშირდება იმ ონკოლოგიურ მკურნალობას, რომელსაც მეფე ბოლო თვეების განმავლობაში გადის.
მეფე ჩარლზის გარდაცვალების შემთხვევაში, პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეფის დაკრძალვაზე მიიწვევენ




