ცნობილი მულტფილმის, „მეფე ლომის“ მიხედვით გადაღებულ სრულმეტრაჟიან ფილმში, რომელსაც ჯონ ფავრო გადაიღებს, 1994 წლის ორიგინალიდან მხოლოდ 4 სიმღერა დარჩება. კერძოდ კი, საუბარია შემდეგ საუნდტრეკებზე: „Hakuna Matata“, „I Just Can`t Wait To Be King“, „Can You Feel The Love Tonight“ და „Circle of Life“.
შგახსენებთ, რომ „მეფე ლომი“ კინოს ისტორიაში ყველაზე პოპულარული ნახატი ფილმია. 45 მილიონიანი ბიუჯეტით მან მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. სიმღერამ „Can You Feel The Love Tonight“ კი „ოსკარი“ დაიმსახურა.