საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ მეგა-ქალაქის ასაშენებლად 10 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფონდი დააარსეს.
როგორც სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ქალაქი 1000 კვადრატულ კილომეტრზე აშენდება სინას ნახევარკუნძულის სამხრეთში. გეგმასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი კვირას შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შორის კავშირები 2013 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის მოსვლისა და „მუსლიმური საძმოს“ განდევნის შემდეგ გაძლიერდა.