31 წლის მეგან ფოქსი, თეთრეულის ბრენდის Frederick’s of Hollywood-ის ახალ კამპანიაში გამოჩნდა, რომლის სახე და კრეატიული დირექტორიც თავად არის.
მსახიობმა ბრენდის ულამაზესი თეთრეული წარმოადგინა, რომლებიც სხვადასხვა დეტალებით არის გაფორმებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ მრავალშვილიანი დედა იდეალურ ფორმაშია.
თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ფოქსმა აღიარა, რომ ფორმაში ყოფნისთვის ბევრ დათმობაზე უწევს წასვლა. მისი თქმით, მას რაციონიდან მთლიანად ამოღებული აქვს ტკბილეული და ფქვილისგან დამზადებული საკვები.
„არანაირი კრეგერი და სხვა საკვები ნაგავი. მე არ ვჭამ პურს და თავს ვიკავებს ნახშირწყლების მიღებისგან. ყველაზე მავნებელი, რის უფლებასაც ჩემს თავს ვაძლევ, დღეში ერთი ფინჯანი ყავაა“, – განაცხადა მეგანმა.


