LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ალისფერ ორეულში – პრინცი ჰარი მეუღლესთან ერთად ბრიტანეთში დაბრუნდა

307
მეგან-მარკლი

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ტური დაიწყო. მეუღლეებმა პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიტანეთში დაგეგმეს, სადაც მანჩესტერში გამართულ სამიტში მიიღეს მონაწილეობა. ფორუმზე მეგან მარკლი სიტყვითაც გამოვიდა, მისი სიტყვა გენდერულ თანასწორობაზე უნდა ყოფილიყო, თუმცა მეგანმა აქცენტი ოჯახურ იდილიაზე გააკეთა და შვილებზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბედნიერია ბრიტანეთში ყოფნით.

ამ დღეს მეგან მარკლიმ არჩევანი Another Tomorrow-ის ორეულზე გააკეთა. ალისფერი შარვალი მას ელეგანტურ ბლუზთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს კი „აქუაზურას“ ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.

მეგან მარკლი „შანელისა“ და „ბოტეგა ვენეტას“ კაბებში ჟურნალ The Cut-ის გარეკანზე ბრწყინავს

აი, როგორია ნამდვილი მეგანი, ხუჭუჭა და კიდევ უფრო ლამაზი – მეგან მარკლის მეკობრულმა ფოტომ ინტერნეტი ააფეთქა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები