პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ამჯერად ბრიტანეთში მცხოვრებ კანადის მოქალაქეებს შეხვდნენ. ღონისძიება Canada House-ში გაიმართა და აქ სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე ოფიციალური მასპინძლების ამპლუაში იმყოფებოდნენ.
ორსულობის ბოლო თვეში მყოფი მეგან მარკლი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ერდემის“ ზურმუხტისფერ პალტოში, რომელიც ძვირფასი შავი ფერის ქვებით იყო გაფორმებული.