სასექსის ყოფილი ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომელმაც ქმართან ერთან სამეფო ტიტულზე უარი ცოტა ხნის წინ თქვა, კანადურ რეალითი შოუში გამოჩნდება. Page Six აქვეყნებს ინფორმაციას, რომ შოუს სახელწოდებაა I Do, Redo და ის ზოგადად მეორე ქორწინებების შესახებაა.
რეალითი შოუ შოუ ნეტფლიქსზე გავა და მას მარკლის მეგობარი და სტილისტი ჯესიკა მულრონეი წაიყვანს.
თავისუფალი და ბედნიერი მეგან მარკლი შვილს პარკში ასეირნებს (ფოტო)
როგორც ჩანს, სამეფო ოჯახში განვითარებული მოვლენები მეგან მარკლისთვის გამოწვევა სულაც არაა
მეგან მარკლისთვის მეორე ქმარი პრინცი ჰარია. ის 30 წლის ასაკში, 2011 წელს ამერიკელ მსახიობსა და პროდუსერზე ტრევორ ენგელსონზე დაქორწინდა. წყვილი 2013 წელს დაშორდა.
8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.