სულ რამდენიმე კვირაში, 39 წლის მეგან მარკლი და 36 წლის პრინცი ჰარი მეორე შვილის მშობლები გახდებიან, წყვილი გოგონას ელოდება. ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლი მშობიარობას სახლში, მონტესიტოს რეზიდენციაში გეგმავს. წყვილი პირველ ჯერზეც მშობიარობს სახლში გეგმავდა, თუმცა პრინცი არჩი ქვეყანას დათქმულ დროზე ადრე მოევლინა დ ამიტომ მეგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ ახალი სახლი კალიფორნიაში 14.5 მილიონ დოლარად შეიძინეს. მათი სახლიდან ძალიან ახლოსაა „კოტეჯი ჰოსპიტალი“, რომელი ამერიკაში საუკეთესოდ ითვლება, თუმცა წყვილი კლინიკაში მისვლას არ გეგმავს.



