სულ მალე Apple TV+-ის ეთერში გავა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „მე, რომელსაც არ იცნობ“. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი არიან. დოკუმენტური ფილმი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მოგვითხრობს და მასში არაერთი ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა პირველი თრეილერი, სადაც პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი ერთმანეთის პირისპირ სხედან. თრეილერში ასევე ჩანან გლენ ქლოუზი და ლეიდი გაგა, რომლებიც ასევე საკუთარ პრობლემებზე ყვებიან. საინტერესო კი გახდა მომენტი, როდესაც მოულოდნელად კადრში მეგან მარკლი ჩნდება. ის მეუღლესთან მაშინ მიდის, როდესაც ჰარი ონლაინ ინტერვიუს იძლევა. თრეილერიდან ეს სახალისო კადრი უკვე ძალიან პოპულარული გახდა.



