LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ საბავშვო წიგნი დაწერა – ჰერცოგინია მწერალი გახდა

172
meganharynew

როგორც ჩანს, მეგან მარკლი არ დასჯერდა „ნეტფლიქსთან “და „სპოთიფაისთან“ გაფორმებულ კონტრაქტებს და შემოსავლის ახალი წყაროს ძიებაში, მწერლობას მიჰყო ხელი. სასექსის ჰერცოგინიამ საბავშვო წიგნი დაწერა, რომლის სახელწოდებაა „სკამი“. ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა მედიაში და ცნობილი გახდა, რომ წიგნი 8 ივლისიდან გამოვა გაყიდვაში. წიგნების მაღაზიის თაროებზე გამოჩნდება წიგნის როგორც ბეჭდური, ასევე აუდიო ვერსიაც, ზღაპარს მეგანი თავად ახმოვანებს.

ოფიციალურ განცხადებში, რომელიც სასექსების გვერდზე გაჩნდა, მეგანი ამბობს, რომ წიგნი მამისა და შვილის ურთიერთობაზეა და ის პატარა არჩის მიუძღვნა. თავდაპირველად მან ლექსი დაწერა, შემდეგ კი, მოთხრობად აქცია. წიგნისთვის ილუსტრაციები, კრისტიან რობისნონმა შექმნა. წიგნის გარე ყდა უკვე გამოჩნდა ინტერნეტში, წიგნს გამომცემლობა „რენდომ ჰაუსი“ გამოსცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g