LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის კაბის დიზაინერი ამბობს, რომ საქორწილო კაბა პირველად შექმნა

1123

ფრანგულმა მოდის სახლმა Givenchy მეგან მარკლის საქორწილო კაბის ესკიზები გამოაქვეყნა. კაბის დიზაინერი კლერ უეიტ კელერია, რომელმაც ქორწილის შემდეგ ვრცლად ისაუბრა კაბის შექმნის ისტორიაზე. მისი თქმით, ანსამბლის მთავარი დეტალი 5 მეტრიანი ფატაა, რომელიც აბრეშუმის ფაქტურისგან შეკერა, ხოლო დეკორაცია მთლიანად ხელით მოქარგა. საინტერესო აღმოჩნდა ისიც, რომ კლერ უეიტ კელერისთვის ეს იყო პირველი საქორწილო კაბა, რომელზეც მან იმუშავა: „მეგან მარკლისთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი პატივია. ჩვენ ერთად შევქმენით კაბა, რომელიც აუცილებლად შევა ისტორიაში“, – აცხადებს დიზაინერი.

შეგახსენებთ, რომ დასავლური მედია მეგან მარკლის კაბის დიზაინერის ვინაობას დიდი ხანია არკვევდა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საიდუმლოს შენახვა ბოლომდე მოახერხა, რადგან კლერ უეიტ კელერის სახელი არსად გაჟღერებულა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g