წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი კავშირი – მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ნიშნობაა. თუმცა თავდაპირველად ბევრი სიტუაციის ასე შემოტრიალებას არ ელოდა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ პრინცის გვერდით საბოლოოდ მეგანი არ იქნებოდა, თუმცა ჰარი ბებიის, დედოფალ ელიზაბეტ მეორის წინააღმდეგაც კი წავიდა. შვილიშვილის შეუპოვრობას საბოლოოდ ისიც დათანმხდა. შედეგი კი ასეთია: სამეფო ოჯახის წევრი წარმოშობით ამერიკელ, ქმარს გაშორებულ, ასაკით უფროს, ნახევრად აფროამერიკელ და საშუალო კლასის ოჯახის წარმომადგენელზე – მსახიობ მეგან მარკლზე ქორწინდება.
თუმცა ამ დღეებში დასავლურ მედიაში იმ მამაკაცების სია გამოქვეყნდა, რომლებთანაც მარკლს პრინცის გაცნობამდე ურთიერთობა ჰქონდა.
2004 წელს, მარკლი ცნობილ კინორეჟისორს, ტრევორ ენგელსონს ხვდებოდა. 2011 წელს ისინი დაქორწინდნენ, თუმცა 2 წლის მეორე მათი ქორწინება დასრულდა. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მომავალი მეუღლე მეგანმა კარიერის წინსვლისთვის გამოიყენა, ხოლო განქორწინების შემდეგ სოლიდური მატერიალური დახმარება მიიღო. ალიმენტზე უარი მან მხოლოდ პრინცთან ურთიერთობის დადასტურების შემდეგ თქვა. მეუღლესთან განქორწინების კიდევ ერთ მიზეზად მარკლის ღალატი სახელდება.
დაშორების შემდეგ მსახიობს რომანი ირლანდიელ გოლფისტთან, რორი მაკილროისთან ჰქონდა , რომელიც მოგვიანებით 30 წლამდე ასაკის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცების რეიტინგში მოხვდა.
მოგვიანებით მეგანმა ურთიერთობა შეფ-მზარეულ კორი ვიტიელოსთან დაიწყო, რომელიც კანადელი გორდონ რამზის სახელით არის ცნობილი. სწორედ მას მიიჩნევდნენ მსახიობის ნამდვილ სიყვარულად, რომელსაც პრინცის გამო დაშორდა.