LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის საქორწილო კაბის შემქმნელი დიზაინერი „ჟივენშის“ მოდის სახლს ტოვებს

305
meganjivensh

ცნობილი ხდება, რომ „ჟივენშის“ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კლერ უეიტ კელერი თანამდებობას ტოვებს. ამ პოსტს ის 2017 წლიდან იკავებდა. მისი კარიერის ყველაზე წარმატებული მომენტი მეგან მარკლის საქორწილო კაბის შექმნა იყო. მოგვიანებით სწორედ ორსულმა მეგან მარკლიმ დაასახელა კლერ უეიტ კელერი წლის საუკეთესო დიზაინერად.

ვინ დაიკავებს კლერ უეიტ კელერის პოზიციას „ჟივენშის“ მოდის სახლში ჯერ უცნობია. ასევე არა არის ცნობილი, სად გააგრძელებს მუშაობას თავად დიზაინერი. კელერმა სოციალურ ქსელში მოდის სახლს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g