LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Megan Thee Stallion შეყვარებულია – რეპერის რჩეული NBA-ის ვარსკვლავია

129
photo-collage.png (41)

Megan Thee Stallion-ს ახალი ბოიფრენდი ჰყავს. ახლახან ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ის კლეი ტომპსონს ხვდება.

ამ დღეებში, 30 წლის ჰიპ ჰოპ არტისტი და 35 წლის კალათბურთელი საჯაროდ ერთად, პირველად გამოჩნდნენ. პაპარაცებმა ისინი ნიუ-იორკში, ერთ-ერთი რესტორნის დატოვებისას გამოიჭირეს.

ცნობისთვის, სპეკულაციას რეპერისა და NBA-ის ვარსკვლავის რომანის შესახებ საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა წყვილმა ბაჰამის კუნძულებზე მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ინდივიდუალურად გავრცელებულ სურათებში საზოგადოების მახვილ თვალს მათი თანხლება არ გამოპჰპარვია, რაც სიმართლეც აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები