LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ტრეინორის ახალი დისკი ზაფხულში გამოვა

138
Untitled

მეგან ტრეინორი ახალ დისკს უშვებს. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერლის მეექვსე სტუდიური ალბომის – Timeless რელიზი 14 ივნისს შედგება.

30 წლის არტისტმა სიახლის დაანონსებისას აღნიშნა, რომ მომავალი ფირფიტა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთი სული აქვს მას მსმენელს როდის გაუზიარებს.

ცნობისთვის, ლონგფლეის ლიდ სინგლი – Been Like This, რომელიც T-Pain-თან დუეტია, დღეს გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ მეგან ტრეინორი მუსიკალურ ასპარეზზე 2014 წელს, სადებიუტო სინგლით – All About That Bass გამოჩნდა, რომლისთვისაც მან ,,გრემის” ორი, ,,წლის ჩანაწერისა” და ,,წლის სიმღერის” ნომინაცია მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები