„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა წინ წავწიოთ ეს კანონპროექტი“, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის და კომიტეტის დემოკრატების ლიდერის, ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.
აღნიშნული განცხადება კომიტეტის მიერ 27 მარტს რამდენიმე კანონმდებლობის, მათ შორის „MEGOBARI აქტის“, მიღებას უკავშირდება.
ნინო წილოსანი: „მეგობრობის აქტის რა გითხრათ, მტრული უფროა… ყოველთვის ოპოზიციური მუხტის გამოცოცხლებასა და მათ რეაბილიტაციას ემსახურება“
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში, „MEGOBARI აქტისა“ და 31 მარტს გამართული, ამ რეზოლუზიის მხარდამჭერი აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„MEGOBARI აქტი“ უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში…
როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე [ჯიმ რიში] და მაღალი რანგის წევრი [ჯინ შაჰინი],
ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები და სხვა ქმედითი კანონპროექტები,” – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.
არჩილ გორდულაძე „MEGOBARI აქტზე“: „ძმაკაცობის, დედმამიშვილობის და ნათელმირონობის აქტიც რომ დაარქვან, ის ინიციირებულია ისეთი ადამიანების მიერ, როგორიც არიან რიში და შაჰინი, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღებათ“
„ამ ზიზღის ფონზე აინიცირებენ სხვადასხვა აქტს და ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში მართულ ჯაშუშებს და აგენტურას, რომ მერე ისაუბრონ ისევ ამ აქტზე თითქოს რაიმე ხდება და კატასტროფული მოვლენებია.“
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „MEGOBARI აქტს“ მხარი დაუჭირა – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის „მკაფიო მესიჯი”.
„ჩვენ დავამტკიცეთ „MEGOBARI აქტი“, ეს არის მკაფიო “მესიჯი” ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, – განაცხადა სენატორმა.
სენატორი შაჰინის თქმით, „მეგობარი აქტი“ ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც “მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ”. სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი – მთლიანმა პალატებმა.