LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გაგიზიაროთ“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

300
ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვიზიარებს.

ნანუკა წერს, რომ ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში შტაბები დღეს დაასრულებენ მუშაობას.

„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი თანხებთან დაკავშირებითაც წერს და საზოგადოებას დეტალურ ანგარიშს აბარებს.

„მეგობრებო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გაგიზიაროთ

დღეს, ლანჩხუთში ჩვენი შტაბი დარჩენილ საკვებს დაარიგებს და მოხალისეები წამოვლენ თბილისში. (დეტალური ანგარიში კომენტარებში)

დღის ბოლომდე იმუშავებს ჩოხატაურის შტაბი.

ოზურგეთის შტაბთანაც ნანუკას თანაშრომლობა დღეს დასრულდება.

შტაბებით ძალიან ბევრი ადგილობრივი და ჩასული მოხალისე შეემატა ჩემი თანამებრძოლების სიას. მადლობა ყველას! ახლა უკვე ბევრად მეტი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა დავეყრდნო

ახლა მნიშვნელოვანი ამბავი.

გურიის ანგარიშზე სულ ჩაირიცხა 382 360.

დარჩა – 251,742.

პარალელურად, ნაგომარაში რომ ბიჭს სახლი დაეწვა, მისთვის გახსნილ ანგარიშზე ჩაირიცხა  54, 548.

ასევე, ხანძარმა ღია ცის ქვეშ დატოვა შრომაში, გიორგი ჩიქოვანის ოჯახი. (ფოტო კომენტარებში)

მივიღე გადაწყვეტილება, ბექასთვის ჩარიცხული თანხა შეივსოს და ორივე ოჯახს, რომლებიც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, თქვენგან ჩაერიცხოთ 100-100 ათასი ლარი.

დარჩენილი ნაშთი გადავა იმერეთისკენ. დაველოდებით მათ საჭიროებებს. ასევე ველოდებით ჩარიცხვებს.

2-3 დღეში, როცა იმერეთის საჭიროებებსაც ამოვწურავთ დავდებ დეტალურ ანგარიშს,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g