LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, თხოვნაა გააზიაროთ ვისაც გული შეგტკივათ ყველამ ერთობლივად ვილოცოთ ლიკას(ანასტასიას) გადასარჩენად“ – სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება

425
2025-10-27_00-05-53_287284

აბაშაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი, ბაჩო ლასარეიშვილი ემსხვერპლა.

მისი მეუღლე ლიკა კუჭუხიძე ამ დრომდე კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაშია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური პოსტი, სადაც საზოგადოებას ლიკასთვის ლოცვისკენ მოუწოდებენ.

„მეგობრებო, თხოვნაა გააზიაროთ ვისაც გული შეგტკივათ ყველამ ერთობლივად ვილოცოთ ლიკას(ანასტასიას) გადასარჩენად.

ხვალ, 5 საათზე, მაცხოვრისკარის ტაძარში განკარში (აბაშაში),ჩატარდება პარაკლისი ღვთისმშობლის მირომდინარე ხატთან, ლიკას(ანასტასიას ) გამოსაჯანმრთელებლად.

ასევე, ჩატარდება ბაჩო ლასარეიშვილის სულის საცხოვნებელი სამოქალაქო პანაშვიდი🕊
უფალმა დაგვლოცოს და გაგვაძლიეროს, ამინ!

მივმართავ ბაჩოს და ლიკას მეგობრებს კლასელებს ახლობლებს ნათესავებს მეზობლებს გელოდებით 5 საათზე ერთად ვილოცოთ ლიკასთვის.
ერთობლივი ლოცვა შედეგს აუცილებლად მოგვცემს.
გააზიარეთ რაც შეიძლება მეტი უნდა შევიკრიბოთ
სტიქაროსანი
საბა ზარქუა“, – ვკითხულობთ ტექსტში.

„რატომ დააშორე უფალო ეს ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს“ – სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

„ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია“ – ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g