LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა მჭირდება! როგორც იცით, ჩემი სასტუმრო დავხურე, თუმცა, არ მინდა შატო-მარანი დავკარგო და ის ადგილი სხვის ხელში აღმოჩნდეს, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ“ – რას წერს გიორგი უშიკიშვილი

1386
გიორგი უშიკიშვილოი

გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

უშიკიშვილი წერს, რომ მას სურს თავისი სასტუმრო, შატო-მარანი კვლავ გახსნას, ამისთვის კი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.

„მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა მჭირდება!

როგორც იცით, არსებული მდგომარეობის გამო, ჩემი სასტუმრო დავხურე. თუმცა, არ მინდა შატო-მარანი დავკარგო და ის ადგილი სხვის ხელში აღმოჩნდეს, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, აღდგომის შემდეგ, ისევ გავხსნა სასტუმრო – ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ ცდად ღირს!

გამოწვევა ბევრია: სტაფი თავიდან ასაყვანია, სისტემა თავიდან გასამართია, ბევრი დეტალი საჭიროებს მუშაობას, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერს დავძლევთ.

გთხოვთ, თუ გაქვთ კონტაქტები ტურისტულ კომპანიებთან ან იცნობთ ადამიანებს, ვისაც კორპორატიული შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა სურს, დამეხმარეთ მათთან დაკავშირებაში. ასევე, დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს და საინტერესო იდეებს.

შემეხმიანეთ პირადში. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით!

Update: ასევე განვიხილავ მართვაში გადაცემასაც“ – წერს გიორგი უშიკიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g