„თბილისი პრაიდის“ დირექტორი, მარიამ კვარაცხელია საზოგადოებას მიმართავს.
„მეგობრებო, ვიმედოვნებდი, რომ ეს არ გახდებოდა საჭირო, მაგრამ ყველანაირი დანაზოგი ამოვწურეთ და გვიწევს, გთხოვოთ დახმარება.
როგორც იცით, 73 წლის მამაჩემს დაუდგინდა მესამე სტადიის ავთვისებიანი ღვიძლის კიბო, რომელიც ღვიძლს გაცდენილია და მუცლის ღრუშიც არის შეჭრილი.
ჩვენი ხარჯებით ვიყავით თურქეთში დიაგნოზირებისთვის რაც 4,000 დოლარი დაგვიჯდა, ხოლო შემდეგ ერთხელ კონტროლზე ჩავედით ასევე ჩვენი ხარჯებით.
4 გადასხმა გაიკეთა მამამ. ე.წ. ჭკვიანი წამალი + იმუნოთერაპია (ავესტინი და ტეცენტრიკი). მკურნალობა მუშაობს, რაც ძალიან გვახარებს, რადგან ქიმიოთერაპიას უბრალოდ ვერ გაუძლებს მამას ორგანიზმი, ხოლო ოპერაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია. პირველი 4 გადასხმა სახელმწიფო დაზღვევით დაფინანსდა. კიდევ 3 არის გასაკეთებელი სანამ კონტროლზე ჩავალთ ისევ თურქეთში და გავიგებთ ხო არ მივედით ოპერაციის ეტაპზე.
თითო კურსი დაახლოებით 12,000 ლარი ჯდება მაგრამ ეს შვეიცარიული კომპანია, რომელსაც თბილისში ფილიალი აქვს და საიდანაც ვყიდულობთ მედიკამენტს ნახევარ ფასში გვაძლევს ერთ კურსს. გამოდის საუბარია 6,000 ლარზე, 3 კურსი ჯამში კი 18,000 ლარი გვიჯდება.
ყველას გთხოვთ დაგვეხმაროთ მცირედით, რამდენითაც შეგიძლიათ. ცხოვრების ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები.