LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელიშვილი ბითაძეს: „შინაურ, ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტს ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს საფუძვლად – სინამდვილეში ბეგრავთ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები უყვართ, ძაღლები მათი საკუთრებაა.. ეს ბოროტი კანონია“

182
ვახტანგ მეგრელიშვილი და მაია ბითაძე

„შინაურ, ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის პროექტს ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს საფუძვლად, ისევე როგორც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას“, – ამ განცხადებით პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, კანონპროექტის ავტორსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ მაია ბითაძეს მიმართა.

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, მეგრელიშვილმა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაია ბითაძეს მიმართა და განაცხადა, რომ „ეს არის ბოროტი კანონი“.

მაია ბითაძე: „ორ წელიწადში ყველასთვის სავალდებულო იქნება, ცხოველის ყიდვის შემთხვევაში, გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ჩვენს ძაღლს, არ გახდეს აგრესიული“

„თქვენ ამ კანონპროექტით სინამდვილეში სპეციფიკურად ბეგრავთ ადამიანებს, რომლებსაც ძაღლები უყვართ, ძაღლები მათი საკუთრებაა. თქვენ იჭრებით ადამიანების საკუთრების უფლებაში. „დაჩიპვა“ რომ წარმოიდგინოთ…

პრობლემა, რომელზეც თქვენ აპელირებთ, იმის გამოა შექმნილი, რომ საჯარო სივრცეში, საჯარო სივრცის მეპატრონე, მერია იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ვერ ახერხებს საკუთრების მიხედვას;

იმის გამო, რომ თქვენ, სახელმწიფო ვერ ახერხებთ საკუთრებაში წესრიგის დამყარებას. ამის გამო უვარდებით ადამიანებს სახლში, ფიზიკურად, დანომვრა გინდათ. გინდათ, რომ რეესტრი გააკეთოთ, რათა შემდეგ ნებისმიერი ადამიანი დასაჯოთ.

აკრძალვები, რომელიც ეხება ძაღლებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, უბრალოდ უაზრობაა საზოგადოებაში, რომელიც ძროხის ხორცს ბიფშტექსად მივირთმევთ. ამაშია იდეოლოგიური განსხვავება.

ძაღლი არ არის სათამაშო და მისი ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.. არსებობს ძალიან ბევრი კერძო ე.წ. შავი ინტერესი, რომელიც ცდილობს, არ იყოს კანონი მიღებული – მაია ბითაძე

პოლიტიკური პოზიცია ჩვენ ძალიან განსხვავებული გვაქვს. მივიჩნევთ, რომ ეს არის ბოროტი კანონი. თქვენ, რომ ეძახით გლობალისტებს, იგივე იდეოლოგია უდევს საფუძვლად ამ კანონს – ადამიანის საკუთრებაში შეჭრა, მისი კონტროლი და დაბეგვრა უდევს ამ კანონს, რაც ნებისმიერ ლგბტ პროპაგანდას.

რომ იცოდეთ, ეს ერთი და იგივეა. თქვენ იმ გუნდის წარმომადგენლები ბრძანდებით, ამ კანონის გატანითაც და მისი ინიციირებითაც, ვისაც თქვენ ებრძვით“. – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მაია ბითაძე: „ყველას ვალდებულება გვექნება, კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ ცხოველებს სტერილიზაცია/კასტრაცია გავუკეთოთ“

mazda magti 5g