LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგრელიშვილი: შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები დავხარჯოთ იმაზე, გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? საერთოდ, არ მაინტერესებს

62
უიპ

“ხომ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რა არის ჩვენი მიზანი? არის დასჯა შს მინისტრის და ღარიბაშვილის, რაც ჩემი აზრით სრულიად უშინაარსოა, ოპოზიცია დღეს ამას ითხოვდეს სასაცილოა ჩემი აზრით”,- ასე ეხმაურება პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით.

“ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები არიან მარიონეტები, ანუ ხელისუფლება არის სრულიად განსხვავებული ადამიანების ჯგუფის ხელში ვიდრე ჩვენ ამას ვუყურებთ. თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რა მნიშვნელობა აქვს ღარიბაშვილი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კობახიძე ჩაანაცვლებს. შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები, ანუ ორნახევარი თვე დავხარჯოთ იმაზე გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? აი, საერთოდ არ მაინტერესებს, პირიქით, არ მინდა რომ გადადგეს, ანუ მინდა რომ მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე,”- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

„მთავარი არხის“, „ტვ პირველის“, „ფორმულასა“ და „კავკასიის“ მაყურებელს ამ დროისთვის ტელეეკრანებზე  5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ჩამონათვალისა და პრემიერის გადადგომის მოთხოვნის ნახვა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g