LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეიჯორ ვუტენი – გმირი, რომელმაც “მესამე მსოფლიო ომშიც” გაიმარჯვა და 104-ე დაბადების დღეს ოჯახთან ერთად ხვდება

85
wooten

წარმოიდგინეთ, მონაწილეობდით მეორე მსოფლიო ომში, გადარჩით და ცხოვრებას აგრძელებთ ვეტერანის სტატუსით; 2020 წელს გეუბნებიან, რომ ახალი, უხილავი ომი დაიწყო და მისი მონაწილე თქვენც ხდებით, თუმცა, საბედნიეროდ, კოვიდ 19-ს გმირულად ამარცხებთ და სახლში ბრუნდებით… სახლში, რომელშიც გხვდებათ უამრავი შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი, მათი შვილი და 104-ე დაბადების დღეს გილოცავენ სიმღერით “Happy Birthday to You”.

წარმოუდგენელია? შეიძლება დაუჯერებელი არის, თუმცა, არა შეუძლებელი – ეს ამბავი ნამდვილია და ჰყავს გმირი – მეიჯორ ვუტენი.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც ბირმინგემის საავადმყოფოში კორონავისურის დიაგნოზით გასულ კვირას შეიყვანეს, ორი დღის წინ გაწერეს და თავს კარგად გრძნობს.

ვუტენს სამედიცინო პერსონალი გულთბილად დაემშვიდობა და დაბადების დღეც წინასწარ მიულოცა.

მოგვიანებით მისმა მედდამ შელბი ჰოგანმა განაცხადა, რომ 104 წლის ასაკში ვუტენი ისევე გმირულად ებრძოდა ვირუსს, როგორც სხვა პრობლემებს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

“ის ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა და ჩვენ მადლიერები ვართ. ეს არის შეხსენება, რომ ჩვენ ყოველდღე გვჭირდება გაღვიძება და კორონავირუსთან ბრძოლა ისევე გმირულად, როგორც იბრძოლა მისტერ ვუტენმა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები