ჩინური კომპანია Meizu განვითარებასა და თავისი პროდუქტების ასორტიმენტის ზრდას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად მათ რიცხვს „ჭკვიანი სასწორი“ შეემატა.
Meizu-ს სმარტ-სასწორს არამარტო წონის ჩვენება, არამედ სხეულის კუნთის მასის, ცხიმის, სითხისა და სხვა მაჩვენებლების დადგენა შეეძლება (სულ 12 პარამეტრი). სიახლეს აქვს Bluetooth-მოდული, რომლის წყალობითაც ის თქვენს მობილურ მოწყობილობებთან ინტეგრირდება და აპლიკაცია M Fit-ის წყალობით თქვენს პირად მონაცემებს წარმოგიდგენთ.
„ჭკვიანი სასწორი“ ჩინეთის ტერიტორიაზე უკვე იყიდება და ის 25 დოლარი ღირს.
