LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხანძრეებმა აღიარეს, რომ აალებული ელექტრომობილის ჩასაქრობად მზად არ არიან

59
firenews201013

ამერიკელმა მეხანძრეებმა აღიარეს, რომ ელექტროქარებისა და ჰიბრიდების ჩასაქრობად მზად არ არიან. როგორც გამოკითხულთა მესამედმა განაცხადა, „ელემენტიანი“ მანქანების „ჩაქრობა“ მათთვის არავის უსწავლებია. ცეცხლთანმებრძოლთა ნახევარს არანაირი ინსტრუქცია არ მიუღია, ამიტომ წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რა უნდა ქნას, ელექტრონული ტრანსპორტის აალების შემთხვევაში.

ტრასნპორტის უსაფრთხოების ნაციონალურმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ აალებული ელ–მობილების ჩასაქრობად მეხანძრეთა 25% თუა მზად. საქმე ისაა, რომ ელექტრო ძრავის ჩაქრობას განსხავავებული სპეციფიკა აქვს და ტრადიციული მიდგომა არ გამოდგება. სწორედ ამიტომ, მაშველების გადამზადება აუცილებელია. უფრო მეტიც, სპეციალისტთა ნახევარზე მეტს შესაბამისი ტექნიკაც არ გააჩნია, რაც არასაკმარის ფინანსებთანაა დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g