ამერიკელმა მეხანძრემ შენობაში ხანძარი გააჩინა და გამოიჭირეს. ამის შესახებ 9and10news წერს.
ჯოზეფ ჰალდერი მიჩიგანის სახანძრო დეპარტამენტში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ერთ საღამოს მან წლების წინ დაკეტილ სუვენირების მაღაზიას Ruth’s Gift Shop ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ ხანძრის ლოკალიზება დამოუკიდებლად დაიწყო. მალევე ხანძრის შესახებ პოლიციამ გაიგო.
შემთხვევის ადგილზე შერიფი მივიდა. იქვე მდგომი ავტო გასამართი სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შეისწავლა და დამნაშავის ვინაობაც დაადგინა.
ჰალდერი დააკავეს და ქონების განზრახ განადგურებისთვის ბრალიც წაუყენეს. გარდა ამისა, მას კიდევ ორი ხანძრის გაჩენაში ადანაშაულებენ. თუკი სასამართლო მეხანძრის ბრალეულობას დაადასტურებს, მას 10 წლამდე პატიმრობა და 20 ათას დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.