LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხიკომ ტურისტებისთვის „კორუფციული ტური“ მოამზადა

56

მეხიკომ ტურისტებისთვის „კორუფციული ტური“ მოამზადა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ექსკურსია სრულიად უფასო იქნება და ის მოიცავს იმ ადგილებს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულებებთანაა დაკავშირებული. 90-წუთიანი გასეირნების დროს ავტობუსში იქნებიან პროფესიონალი გიდები და ვიზიტორებს ქვეყნის ისტორიას დეტალურად მოუყვებიან. მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა სენატის შენობა, პროკურატურა, სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტი და სხვა ადგილები.

აღსანიშნავია, რომ უნიკალური ტური კერძო პირების მიერაა დაფინანსებული და ყოველ კვირას გაიმართება.

რაც შეეხება მექსიკას, ის მსოფლიოს ყველაზე კორუფციული ქვეყნების რეიტინგში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები