LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეხსიერების ბარათი, რომელიც ჩემს შვილს სულ თან ჰქონდა, დაკარგულია” – თამარ ბაჩალიაშვილის მამა

137
unnamed

ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, მეხსიერების ბარათი, რომელიც გარდაცვლილს სულ თან ჰქონდა, დაკარგულია. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ვარაუდობს, რომ ეს სწორედ ის ბარათია, რომლის საფუძველზეც გამომძიებელმა მას უთხრა, რომ გოგონა შარში იყო.

“მეხსიერების ბარათი დაკარგულია, რომელიც სულ თან ჰქონდა. რაც მაინტერესებდა ყველაზე მეტად – ფლეშკა აღარ არის. როგორც იმ კომპიუტერზე ფლეშკა გაქრა, იგივე გაქრა გასაღებზე. გამომძიებელმა ბაჭულაშვილმა გაშიფრა ფლეშკა და იმიტომ მითხრა, შენი შვილი ძალიან დიდ შარშია გახვეულიო”, – თქვა გარდაცვლილის მამამ.

ამ დროისთვის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს ექსპერტიზა უტარდება, რომელსაც გოგონას მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრება.

შეგახსენებთ, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ საკუთარ ავტომობილში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს არ სჯერა მისი თვითმკვლელობის ვერსიის და არ ენდობა გამოძიებას.

რა კავშირი აქვს პაატა გულიაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან

magti 5g